საქართველოს პარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით პროცესების მიმდინარეობას თვალს მიადევნებს

08/06/2017

„ჩვენ, როგორც პარლამენტი, ამ პროცესებს და გამოძიების მიმდინარეობას თვალს მივადევნებთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრისას.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხი უაღრესად აქტუალურია და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
„საქმე და საკითხი არის უაღრესად აქტუალური. ბუნებრივია, ჩვენი კომპეტენცია არ არის სტატუსის მინიჭება, თუმცა, პარლამენტს შეუძლია ზედამხედველობის განხორციელება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია აღმასრულებელ დაწესებულებებთან ამ საქმესთან დაკავშირებით. უპირობოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოძიებული ეს საკითხი. საზოგადოებას აინტერესებს ამ საქმის დეტალები – რა მოხდა, როგორ მოხდა სინამდვილეში. შესაბამისად ჩვენ, როგორც პარლამენტი, ამ პროცესებს და გამოძიების მიმდინარეობას თვალს მივადევნებთ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0