საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილი ლატვიელი კომპოზიტორი რაიმონდ პაულსი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

09/12/2017

პრეზიდენტის სახელით რაიმონდ პაულსს ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ლატვიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გადასცა, რომელსაც ლატვიის კულტურის სამინისტროს და ხელოვნების მუშაკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, რაიმონდ პაულსს დიდი დამსახურება აქვს ქართველი და ლატვიელი ხალხების მეგობრობის საქმეში. იგი დღესაც ეხმარება ქართველ მოზარდებს განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები.
“მისი და გია ყანჩელის მეგობრობა მართლაც სამაგალითო ფენომენია ჩვენი ხალხების თანამედროვე ისტორიაში”,- აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
მაესტრომ დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსათვის და რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა, მათ შორის გია ყანჩელის ნაწარმოებიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0