საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა

28/02/2018

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 73 მსჯავრდებული, აქედან 4 ქალბატონი მსჯავრდებული. შეწყალების აქტით, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 43 მსჯავრდებულს, აქედან 2 ქალბატონ მსჯავრდებულს.
შეწყალების საკითხთა კომისიამ 2018 წლის თებერვალში განიხილა 858 პირის საქმე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0