საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

31/08/2016

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი პროექტები და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.
გიორგი კვირიკაშვილმა და არტურ რასიზადემ ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც, ორ ქვეყანას შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით არსებობს.
ყურადღება დაეთმო მსხვილმასშტაბიან, რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.
ამ კუთხით განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტები, რომელთა წარმატებით განხორციელება, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების, ასევე, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0