საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მერიის თასის მფლობელი გახდა

13/08/2017

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისის მერიის თასის მფლობელი გახდა. ქართველმა კალათბურთელებმა ჩეხეთის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაამარცხეს. სპორტის სასახლეში გამართული მეორე თამაში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 68:64 მოიგო. საქართველოს ნაკრებს მერიის თასი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გადასცა. თბილისის მერის განცხადებით, დღევანდელი თამაშის შედეგი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევრობასკეტისთვის. “თბილისის მერიის თასის გათამაშება დასრულდა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით. ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში იყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა ევრობასკეტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის იქნება ევრობასკეტზე მათი შემდგომი წარმატების საფუძველი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0