საქართველოში მდგრადი ტურიზმის სტრატეგიის განხორციელებაზე ვორქშოპი ჩატარდა

11/09/2017

საქართველოსა და UNESCO-ს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, 11-12 სექტემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში იმართება ვორქშოპი მდგრადი ტურიზმის საკითხებზე. 11 სექტემბერს ვორქშოპი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა გახსნა. ვორქშოპის მიზანია საქართველოს ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის განხილვა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის მდგრადი ტურიზმის პროგრამის გამოცდილების ჭრილში და სტრატეგიის უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობა. UNESCO-ს მხრიდან ვორქშოპს უძღვება პიტერ დებრინი. შეხვედრას ასევე ესწრებიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნლი სააგენტოს, სამინისტროს სხვა საქვეუწყობო დაწესებულებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0