საქართველოში მოგების გადასახადს კომპანიები მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდიან, თუკი აღნიშნული მოგება განაწილდება დივიდენდის სახით

20/03/2017

“ერთ-ერთი მსხვილი რეფორმა, რომლის გატარებასაც ამომრჩეველს დავპირდით, უკვე შევასრულეთ. დღეს საქართველოში მოგების გადასახადს კომპანიები მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდიან, თუკი აღნიშნული მოგება განაწილდება დივიდენდის სახით” – დიმიტრი ქუმსიშვილი
ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ისაუბრა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, საქართველოს განვითარების მიმართულებებსა და კეთილდღეობაზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
ბიზნესის სიმარტივის, მისი წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით, მთავრობა მომავალში კიდევ ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0