საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიაა რეგიონში

30/06/2017

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა თედ პომ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისტავთან დაკავშირებით ამერიკის კონგრეში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში კონგრესმენმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და აღნიშნა ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესი დემკრატიული განვითარების გზაზე „საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიაა რეგიონში, დემოკრატია, რომელიც მიისწრაფვის დასავლეთისკენ და დამოუკიდებლობის დასაცავად რუს დათვს ებრძვის. დასავლეთში, ბევრმა არ იცის, რომ რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების არაკანონიერ გაფართოვებას. აშშ-ის სურს ითანამშრომლოს საქართველოსთან და მას ძლიერ პარტნიორად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.“- განაცხადა კონგრესმენმა პომ.

საკუთარ გამოსვლაში მან განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედროების დამსახურება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. „ საქართველო ერთადერთი ნატოს არაწევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი ავღანეთში. ქართველები ამერიკელების მხარდამხარ იბრძვიან და გვიჩვენებენ თავდადებას. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ თანამსრომლობა საქართველოსთან და დავანახოთ მათდამი ჩვენი ერთგულება. არ დავუშვებთ საქართველოს დაკარგვას.“- აღნიშნა ტედ პომ.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით მიღება გაიმართა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რომლის ინიციატორიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პო იყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0