“საქპატენტის” 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

15/06/2017

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – “საქპატენტის” დაარსებიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სასტუმრო ბილტმორის დარბაზში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება ეკონომიკური განვითარებისთვის“ . კონფერენცია, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ჯონ სენდეიჯმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ გახსნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0