საქსტატმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიურო გახსნა

31/01/2019

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დამოუკიდებელი ბიურო გახსნა. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გუბერნატორის ადმინისტრაციაში ახალი ბიუროს შემადგენლობა წარადგინა, რომელიც 19 სტატისტიკოსისგანაა დაკომპლექტებული. 2019 წლიდან აღნიშნული სამსახური რეგიონის მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით სხვადასხვა მონაცემებს შეაგროვებს და დაამუშავებს.

„მივესალმებით აღნიშნული ბიუროს შექმნას. შესაბამისი სამსახურის არარსებობის გამო, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი რეგიონის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება იყო გართულებული. მოგეხსენებათ, სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარების სტრატეგიებისა თუ სხვადასხვა ბიზნესის დაგეგმარებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ ახალ სამსახურს და მის ხელმძღვანელს“ – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ.

შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მუშაობა შეაჯამა და 2019 წლისათვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0