სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა

30/11/2017

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა. საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით 5-ის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭირა მხარი.
„ვულოცავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. გვაქვს დიდი იმედი ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობისა პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის დადგენილება ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევის შესახებ მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის 8 დეკემბრიდან ამოქმედდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0