სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ,,ფონდ აფხაზინტერკონტის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო

04/12/2017

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ,,ფონდ აფხაზინტერკონტის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო, სადაც პროექტ „სასოფლო–სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა რაჭაში“ ფარგლებში
გადამზადებულ მეფუტკრეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP) ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ფერმერთა უშუალო საჭიროებებზე მორგებული მიდგომა, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ამ სექტორის მდიდარი შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის.
გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს და განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების პარალელურად, მისასალმებელია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა აღნიშნულ პროცესებში.
მეწარმეებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა, კონფერენციების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების მოწყობა საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს მოახდინონ პროდუქციის პოპულარიზაცია და უფრო ფართო საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი ნაწარმი. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების უფრო მეტად განვითარებას – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0