სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშოა ჯგუფის სხდომა გაიმართა

14/02/2017

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა, დღეს, მორიგი სხდომა გამართა. სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის მესამე თავის განხილვით განაახლა, რომელიც საქართველოს პარლამენტს შეეხება, კერძოდ 511 მუხლიდან. აღნიშნული მუხლი პარლამენტის დათხოვნის შემთხვევებს შეეხება. „ორი კვირის წინ დავიწყეთ პარლამენტის თავის განხილვა, თუმცა ვერ დავასრულეთ და დღეს განვაგრძოთ დისკუსია ამ თავთან და ჯგუფის კომპეტენციასთან დაკავშირებულ კონსტიტუციის სხვა თავებთან დაკავშირებით. ჩვენ შევჩერდით 511 მუხლზე და შეგვიძლია დღეს განვაგრძოთ დისკუსია ამ მუხლიდან, რომელიც შეეხება პარლამენტის დათხოვნის საკითხს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი საქართველოს კონსტიტუციის მესამე, მეექვსე და მერვე თავებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მუშაობს. საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0