სეზონის ბოლო პრემიერა და ახალი პრემიის ლაურეატები

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ-დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. სეზონის დასასრულს ,მოწვეულმა რეჟისორმა თეიმურაზ კუპრავამ, ოთარ ქათამაძის პიესა – „აივანი“ დადგა.პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა .სპექტაკლის პრემიერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე,მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპექტაკლში მთავარ როლებს საქართველოს დამსახურებული არტისტი ლილი თავაძე,მსახიობები: თამუნა ჯაჯანაშვილი, ლელა ვაჩნაძე,სოფო გოგოლაძე,ამირან ნასყიდაშვილი,გია კენჭოშვილი , აჩიკო ხვედელიძე ,გურამ შუკაკიძე,გელა მოდებაძე,გიორგი ბრეგვაძე,შალვა ხვედელიძე და იური ბიწაძე ასრულებენ.საპრემიერო წარმოდგენა საქველმოქმედო გახლდათ. სპექტაკლიდან შემოსული თანხა მწერალ გოდერძი ჩოხელის შვილის, ნიკა ჩოხელის გამოჯანმრთელებას მოხმარდება.სპექტაკლის დასასრულს, თეატრის დირექტორმა ნანა წერეთელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერეს:ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში თამარ აბაშიძისა და გრიგოლ ტყაბლაძის პრემია დაწესდა,რომელიც ყოველი სეზონის ბოლოს საუკეთესო მსახიობ ქალსა და მამაკაცს გადაეცემა. წელს პირველი პრემია-სპეციალური დიპლომი და ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით, წილად ხვდათ სოფიო ლეთოდიანსა და ანზორ ცაბაძეს. მსახიობებს პრემია ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ გადასცა. გამგებელმა მაყურებელსა და დასს წარმატებული სეზონის დასასრული და წლის მთავარი მოვლენა- სპექტაკლ „გეტოსთვის“ იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე გრან პრი ს მოპოვება კიდევ ერთხელ მიულოცა და თეატრის მიღწევებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნანა წერეთელსა და მამუკა ცერცვაძეს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დასსა და მაყურებელს ასევე სიტყვით მიმართა ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ წერეთელმა .ღონისძიების ბოლოს, ჭიათურის გამგებელმა დარბაზში შეკრებილი საზოგადოება გამარჯვებული სპექტაკლის აღსანიშნავად სადღესასწაულო ტორტზე მიიწვია.

Visited 217 times, 1 visit(s) today