სექტემბრის ბოლოს მინიმუმ 250 უსახლკარო ადამიანს ქუთაისში თავშესაფარი ექნება

06/09/2017

ქუთაისში ყველაზე მასშტაბური სოციალური პროექტის კომისიამ მუშაობა დაასრულა. სექტემბრის ბოლოს მინიმუმ 250 უსახლკარო ადამიანს ქუთაისში თავშესაფარი ექნება. თავშესაფარი მუნიციპალურია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ ბრიფინგი გამართა. მან მედიის წარმომადგენლებს კომისიის მუშაობის 7 თვიანი პერიოდი გააცნო, მერის მოადგილე აღნიშნულ კომისიას თავად ხელმძღვანელობს კომისია კი 30-მდე წევრისგან შედგება.
საცხოვრისში უპირობოდ შესახლდება 30-მდე მიუსაფარი, ჭერის არმქონე ადამიანი. ასევე განიხილება დამატებით ასობით ადამიანის დაკმაყოფილების თემაც, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასდნენ. საბოლოო ჯამში სოციალური საცხოვრისით ქუთაისში რეგისტრირებული მინიმუმ 250 ადამიანი დაკმაყოფილდება, რაც დაახლოებით 80 ოჯახს ნიშნავს.
,,კომისიამ დაასრულა მუშაობა. მოხდა პირველ ეტაპზე დაახლოებით 250 განცხადების რეგისტრაცია. სამუშაო იყო ძალიან შრომატევადი. შეფასების შედეგად შემუშავდა საბოლოო თემა. კომისიამ გადაწყვიტა რომ საცხოვრისში უპირობოდ შესახლდება 30 ადამიანი, რომლებიც მუდმივი საცხოვრებლის არმქონე პირები არიან. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება მშენებელ კომპანიასთან, რომ დამატებით იყოს შეძენილი ფართები. რათა საერთო ჯამში მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს რეგისტრირებული განცხადებები. ამისთვის დამატებით 1 800 00 ლარი დაიხარჯება . შეფასების წესის საფუძველზე , არსებული ფორმულის შესაბამისად, აქცენტი გაკეთდა 57 000 სარეიტინგო ქულას, ოჯახში შშმ პირების არსებობასა და არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობაზე. ” განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ
ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც ქუთაისის მერიამ 2016 წელს დაიწყო და იგი ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა, რაც 2 500 000ლარი დაჯდა. ბენეფიციარები საცხოვრისში 5 წლიანი სარგებლობის უფლებით სექტემბრის ბოლომდე შესახლდებიან. მოქალაქეთა სიები ხვალ მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე kutaisi.gov.ge-ზე გამოქვეყნდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0