სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

27/03/2017

თბილისის იუსტიციის სახლში სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმის განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილეს. სამუშაო ჯგუფის წევრებს წინადადებებისა და შენიშვნების წარსადგენად გარკვეული ვადა მიეცათ. შემოსული მოსაზრებები, საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიულ დოკუმენტში აისახება.
სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმის მიზანი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და მისი საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
რეფორმა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვა, სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას შეჯიბრებითობის პრინციპის განმტკიცება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დახვეწა/სრულყოფა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრები − აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები; აგრეთვე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ფონდი „ღია საზოგადოება − საქართველო“, ციხის საერთაშორისო რეფორმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“, სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, იურისტთა და ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორია, „USAID“-ის პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის საზოგადოება, ევროკავშირის პროექტი „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0