სიღნაღის გამგებლმა ანგარიში წარადგინა

17/03/2017

სიღნაღს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, მისი მოადგილე გივი მეტრეველი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მალხაზ ჭრელაშვილი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი ეწვივნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრას სტუმრებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი, გამგებლის მოადგილეები და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტში მისი უფლებამოსილების ვადაში განხორციელებული პროექტები გააცნო. მან 2016 წლების ბიუჯეტზე, ადგილობრივ შემოსულობებსა და 2016 წელს დასრულებეულ პროექტებზე ესაუბრა. დავით ჯანიკაშვილმა ასევე, 2017 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0