სიღნაღის მერმა მოადგილეები წარადგინა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი გოგილაშვილმა საკრებულოს და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს მოადგილეები წარუდგინა. გოგი გოგილაშვილის გადაწყვეტილებით, პირველი მოადგილის თანამდებობას მადონა ბატიაშვილი, ხოლო მოადგილის- თეიმურაზ ბალარჯიშვილი დაიკავებენ.
პოლიტიკური თანამდებობის პირებს ახალი სამუშაო საკრებულოს თავმჯდომარემ ილია ხატიაშვილმა მიულოცა.
მოადგილეების წარდგენამდე თვითმმართველობის თანამშრომლებმა აჭარაში დატრიალებული ტრაგედიისას გარდაცვლილების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

Visited 259 times, 1 visit(s) today