სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო

23/02/2017

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო. სოხეთის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები გააცნეს.
ამ წუთებში გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგას პირისპირ ხვდება, რის შემდეგაც სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0