სოფელ აჭყვისთავში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

20/04/2017

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გამგებლის მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ აჭყვსითავში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. საბავშვო ბაღის მშენებლობა მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 70 აღსაზრდელზეა გათვლილი. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორ სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. ინფარსტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 654 720 ლრი დაიხარჯება, სამუშაოებს შპს „დამბა“ აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება. საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0