სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

09/10/2017

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. გაზსადენის მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან, ქობულეთის ხელმძღვანელ პირებთან და კომპანია „სოკარ-ჯორჯია-გაზის” რეგიონულ დირექტორთან დავით ლეკიშვილთან ერთად დაესწრო. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი მომარაგდება ბუნებრივი აირით (50 კმ), ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს 4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას. 2017 წელს კომპანიის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არეალში ხორციელდება 25 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც მოიცავს 8500 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფას, რისთვისაც შენდება 593 კილომეტრი ცენტრალური გაზსადენი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0