სოფელ კვალითში ადმინისტრაციულ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

20/02/2017

სოფელ კვალითში ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი,რომელიც მოთუთიებული ლითონის სახურავით განახლდა. ამჟამად კეთილმოწყობის სამუშაოები ადმინისტრაციული დაწესებულების ოთახებს უტარდება . პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 17640 ლარს შეადგენს. ადმინისტრაციული შენობის მოწყობით სოფლის მოსახლეობა მათთვის საჭირო სერვისის მიღებას კომფორტულ გარემოში შეძლებს. ამასთან ერთად, მრავალი წლის მანძილზე მოუწყობელი სახელმწიფო შენობა ადმინისტრაციული შენობისთვის შესაფერ გარემოს დაიბრუნებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0