სოფელ კონჭკათში რკინა-ბეტონის გზები იგება

10/06/2017

კონჭკათის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე ბეტონის საფარი მოეწყობა. 100 გრძივი მეტრი ბეტონის გზა იგება ტუღუშების უბანში ღირებულებით – 36 000 ლარი, ასევე, მონასტრის უბანში 50 გრძივი მეტრი ღირებულებით – 6 634 ლარი. სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა. წელს კონჭკათში, სხვადასხვა უბანში, სულ 680 გრძივი მეტრი ბეტონის გზა დაიგება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 124 465 ლარს შეადგენს. გამოცხადებულია ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეწერის უბანში დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0