სოფელ მზეთამზეში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები

30/10/2017

სოფელ მზეთამზეში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. სოფელში ასფალტო ბეტონის საფარი 820მ სიგრძის მონაკვეთზე დაიგება. სამუშაოები მზეთამზეში მისასვლელი გზიდან მიმდინარეობს და სოფლის ცენტრში ე.წ. „კალოს“ მოედანზე დამთავრდება. მოწესრიგდება ასევე ეზოებში შესასვლელები.
ადგილობრივების თქმით, სოფლის მაცხოვრებლებს წლებია გრუნტის გზით გადაადგილება უწევდათ, რაც მათთვის დიდი დისკომფორტი იყო, მოწესრიგებული გზა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, ასევე საკურორტო ზონაში დამსვენებლების მოზიდვას. პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე დასრულებულია სოფელ ყვიბისში და რველში.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0