სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

11/12/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სოფელ მუხრანში 17 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს. ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა, ახალი ჭაბურღილის, რეზერვუარის, წყალსადენის ქსელის, საქლორატოროსა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტი 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, სოფელ მუხრანის 6300-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0