სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

18/08/2017

სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე აკვირდებოდნენ.
კომპანია სოფელ საწულუკიძეოში მიწისქვეშა მილსადენების მონტაჟს კვირის ბოლოს დაასრულებს და სხვა ლოკაციაზე გადაინაცვლებს.
ხონში მასშტაბური გაზიფიცირების პროცესი 2015 წელს დაიწყო და ამ დროისთვის ქალაქთან ერთად ბუნებრივი აირი სოფლების პატარა და დიდი კუხის, გოჩა- ჯიხაიშის, პატარა ჯიხაიშის, მათხოჯის მოსახლეობას სრულად მიეწოდება . სოფლების ივანდიდისა, ქუტირისა და გვაზაურის გაზიფიცირების პროცესი კი პარალელურად მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0