სოფელ სხვიტორში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

02/10/2017

სოფელ სხვიტორში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული შენობა ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. დასრულებული პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა ოთარ ომიაძემ და გიორგი იაკობაშვილმა მოინახულეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოსთვის საჭირო 55 119 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. სასწავლო პროცესს განახლებული ინფრასტრუქტურულით შეხვდა აგრეთვე სოფელ საირხისა და საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის საბავშვო ბაღები, სოფელ სარეკის ბაღში სამუშაოები უალოეს ხანში დასრულდება, ხოლო სოფელ ცხამში ექსპლოატაციაში 35 ბავშვზე გათვლილი სრულიად ახალი საბავშვო ბაღის შენობა შევიდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0