სოფელ ყვიბისის 2 უბანში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

15/09/2017

სოფელ ყვიბისის 2 უბანში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.რკინა-ბეტონის საფარი 1 250მ სიგრძის მონაკვეთზე ციცქიშვილების, ხაჩიძეების უბანში და გვარამაძეების ჩიხში დაიგება.
პროექტის მიხედვით, ციცქიშვილების უბანში გათვალისწინებულია ასევე ბეტონის ღარებისა და ლითონის ცხაურების გაკეთება. წყლის ასაცილებლად მოეწყობა ლითონის მილებიც.
პროექტის ფარგლებში გზა იგება სოფლებში მზეთამზეში და ქვაბისხევში. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები უკვე დასრულებულია სოფელ რველში.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0