სოფელ შემოქმედში პასკის ფესტივალი გაიმართა

21/04/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში პასქის ფესტივალი გაიმართა. პასკის ფესტივალში მონაწილეობა, როგორც კერძო პირებმა ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციამაც მიიღო. ღონისძიებაზე სააღდგომო თემატიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა კომპოზიცია იყო წარმოდგენილი. ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. ფესტივალს დაესწრნენ გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წამომადგენლები, სტუმრები და მოქალაქეები. ფესტივალში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ სალომე ტყეშელიაძე, ასევე, ფესტივალის მონაწილე უცხოელი სტუმრები პორტუგალიიდან და პოლონეთიდან. ნომინაციაში „ტრადიციული კომპოზიცია“ დაჯილდოვდა ოზურგეთის დრამატული თეატრი, მაია დოლიძე და ნინია სვანიძე. ნოვატურული კომპოზიციისთვის პრიზი გადაეცა ანასტასია კვირჩილაძეს, ნათია მკურნალიძეს და „საქველმოქმედო ასოციაცია გურიას“. ნომინაციაში „შემოქმედებითი ოჯახი“ გაიმარჯვა გალინა წიტაიშვილმა და საბავშვო სტუდია „ბინულმა“. პრიზი „მხატვრული კომპოზიციისთვის“ გადაეცა მაია თავამაიშვილს, „თოჯინების თეატრს“ და მანანა სიხარულიძეს. „საუკეთესო კომპოზიცია გემო და დიზაინი“ დაჯილდოვდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება და „მომავლის სხივი“. ფესტივალის გრამპრი გადაეცა „მოდერნი 2009“- ის ხელმძღვანელ ირინა ინარიძეს. თექაზე შესრულებული ნამუშევრებით საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას“ ბენეფიციარები წარსდგნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0