სოფელ წყრუთში, საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

24/06/2021

ახალციხეში, სოფელ წყრუთში, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი საბავშო ბაღის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
პროექტის ფარგლებში აშენდა ორ სართულიანი შენობა, სადაც ეწყობა საბავშვო ჯგუფების ოჯახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები. ასევე, კეთილმოეწყობა ეზო ბავშვების გასართობი მოედნით, გამწვანებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით, ეზო მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით. სამშენებლო სამუშაოებისათვის 877 157 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და მოადგილე ალექსი ზედგინიძე. აღსანიშნავია, რომ სოფელ წყრუთში წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი. პროექტის დასრულების შემდეგ კი კეთილმოწყობილ გარემოში 90-მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0