სოფელ ჯუმათში რეკინა-ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს

10/03/2017

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ლაშის უბანში სახიდე გადასასვლელთან ერთად 170 მეტრიანი ბეტონის საფარი მოეწყობა. გარდა ამისა, სოფელში მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დაათვალიერეს. სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0