სოფიო ქაცარავამ და ჯონათან ჯანოღლიმ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

08/09/2017

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, როგორც ბრიტანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ ჯონათან ჯანოღლიმ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საპარლამენტო და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთობებს. ასევე, ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას.
შეთანხმების საფუძველზე მეგობართა ჯგუფები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ თანამშრომლობის არსებული მიმართულებების გაღრმავებისა და ახალი პერსპექტივების დასახვისთვის.
„ვესტმინსტერის სასახლეში, ჩემს კოლეგასთან, ჯონათან ჯანოღლისთან ერთად, ხელი მოვაწერე დოკუმენტს, რომელიც საქართველოსა და ბრიტანეთის საერთო ინტერესებისა და ღირებულებების – დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების საკითხებს ითვალისწინებს. შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიზნების მიღწევას. დოკუმენტში ხაზგასმულია საპარლამენტო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მეგობრობის ჯგუფებსა და პარლამენტს შორის. მეგობრობის ჯგუფებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საპარლამენტო დიპლომატიაში და მიმაჩნია, რომ ამ ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0