სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ PT (proficiency test) პროფესიული ტესტირებისას უმაღლესი შეფასება დაიმსახურა

26/06/2017

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის FAPAS-ის მიერ ჩატარებული PT (proficiency test) პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით უმაღლესი შეფასება და კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. სურსათის კვლევის ლაბორატორიის სპეციალისტებმა ახლადდანერგილ მეთოდზე , თაფლში ქლორამფენიკოლის განსაზღვრაზე, პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარეს. პროფესიულ ტესტირებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ. მონაწილეთა მიერ შედეგების წარდგენის შემდეგ ხდება შედეგების სტატისტიკური დამუშავება, დგება საბოლოო ანგარიში და ამის მიხედვით ლაბორატორიის საქმიანობის ხარისხის შეფასება.

აღნიშნული კვლევები ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ იმ ISO 17 025 – ის სტანდარტებს, რომლითაც უმაღლესი აღიარების ტესტირების და რეფერალური ლაბორატორიები სარგებლობენ.

პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის შეთავაზებული ტესტირების უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სურსათის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად, პროფესიული ტესტირების პროგრამაში ჩართულია მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიებიც. ლაბორატორიული გარე ხარისხის კონტროლის სქემა იმართება ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (OIE) და ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) მიერ აღიარებული რეფერალური ლაბორატორიების მიერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0