სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შეხვედრები გრძელდება

04/03/2016

ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით შუამთის ,მთისძირის ,ტობანიერის და ყუმურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ეს რიგით მეორე შეხვედრაა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან რაც მიზნად ისახავს მათი ჩართულობის ამაღლებას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საქმეში.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლებში არსებული პრობლემები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
შუამთის და მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარ პრობლემას საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ასევე შიდა საუბნო გზის საფარის მოწყობა წარმოადგენს.
ტობანიერში კი მნიშვნელოვანია სასმელი წყლის ავზის, წყალგაყვანილობის მილების შეძენა და სპორტული სტადიონის მოწყობა ახალგაზრდებისთვის.
როგორც ირკვევა საბავშო ბაღების მოწესრიგების საკითხი დღეს მეტად აქტუალურია, სწორედ ბაღის რეაბილიტაციისკენ მიმართეს ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლისთვის გამოყოფილი მთლიანი თანხა. სამწუხარო ფაქტია ის ,რომ სოფელს ათწლეულების მანძილზე არ ჰქონდა საბავშვო ბაღის შენობა , წელს კი სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით, სოფელ ყუმურში მცხოვრები ბავშვები ახალ, თანამედროვე სტანდარტების დაცვით გარემონტებულ ბაღში ივლიან.
სოფელ ყუმურისთვის ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი უგზოობის პრობლემის მოგვარებაც ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით წელს დაიწყება და ტობანიერის ცენტრიდან, ყუმურის მიმართულებით 2 კმ და 300 მ -იან მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი.
„ეს გარდამავალი პროექტია და მომდევნო წლებში, ეტაპობრივად მოხდება მთლიანი გზის რეაბილიტაცია .“ -განაცხადა გამგებელმა ზაზა ხურციძემ.
დღესვე შეხვედრებზე გაიჟღერა ახალმა ინიციატივამ რომლის თანახმადაც – ამიერიდან ყველა სოფელს ეყოლება თავისი “რჩეული“. ეს იქნება პიროვნება რომელიც ზედმიწევნით კარგად იცნობს საკუთარ სოფელს და გამგებლის წარმომადგენელს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაეხმარება სოფლის საჭიროებების დროულად წარმოჩენაში, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო ოპერატიულად აღმოფხვრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0