სოციალური უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა

20/12/2017

საკომიტეტო მოსმენისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოხსენება თავდაცვის სამინისტროს ერთი-ერთ ძირითად პრიორიტეტზე – სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ უზრუნველყოფაზე საუბრით დაასრულა. მინისტრის განცხადებით, ქვეყნის საერთაშორისო აღიარება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმს პირდაპირ უკავშირდება. შესაბამისად, სახელმწიფო მაქსიმუმს გააკეთებს სამხედროების სოციალური უზრუნველყოფისათვის.
„თითოეული ჩვენგანის და სახელმწიფოს ვალდებულებაა, შესაძლებლობის ფარგლებში სოციალურად მაქსიმუმი გააკეთოს. ჩვენ წელს 242 ბინა გადავეცით მათ, ვისთანაც ვალდებულება კონტრაქტით გვქონდა აღებული. დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა წეროვანის ცენტრში რეაბილიტაცია გაიარეს. მომავალ წელს გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც წეროვანის ცენტრის გასაფართოებლად 4 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პროცესი უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ასევე, მოუსმენენ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ და “საქართველოს პატრიოტების“ წევრები.
მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 21 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე გადის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0