სპორტული აქტივობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

09/07/2018

სპორტული აქტივობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, რომელიც ჩატარდა 5-7 ივლისს, სადაც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის 8 საუკეთესო გუნდი, ტურნირი მიეძღვნა გაიოს და ვლადიმირ ღარსლიანებს, რომელიც უკვე ტრადიციულად 22-ჯერ ჩატარდა.
ტურნირის ჩატარებასა და განვითარებას ტრადიციულად ხელს უწყობენ: თათულ და არმენ ღარსლიანები, ხოლო მას ორგანიზებას უწევენ არარატ და თევან ღარსლიანები. ტურნირის საპრიზო ადგილები გადაინაწილეს სამმა გუნდმა, 1-ლი ადგილი დაიკავა სოფ.ჟდანოვაკანის ნაკრებმა გუნდმა,
მე-2 ადგილიზე გავიდა სოფ.ხოჯაბეგის გუნდი, ხოლო მე-3 ადგილს დასჯერდა სოფ.განძის ნაკრები გუნდი.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები; მედლები და სამახსოვრო საჩუქრები.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ნინოწმინიდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დებუტატი ენძელ მკოიანი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი : კახა სამხარაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი,და ტურნირის ინიციატორი: არმენ ღარსლიანი, თანამდებობის სხვა პირები და გულშემატკივრები.
ტურნირის ეს ოცდამეორე ჩემპიონატიც გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო ნინოწმინდის მოსახლეობისთვის და ასევე სხვა მოწვეული სტუმრებისთვისაც.
სპორტულ აქტივობაში, როგორც ყოველთვის დიდი დამსახურება მიუძღვის ნინოწმინდის მერიას კულტურის სამსახურის თანამშრომლებსა და მათ ხელმძღვანელს ჟორა სნხჩიანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0