ტარიელ თუთარაშვილმა 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

09/04/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა,მოადგილეებმა ნიკოლოზ კრავეიშვილმა და ვახტანგ ღამბაშიძემ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას. მათ ყვავილებით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის მემორიალი. ყვავილები მემორიალთან დღეს მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმაც მიიტანეს. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა სასულიერო პირებთან ერთად, 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მემორიალთან დღეს 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებიც შეიკრიბნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0