ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

24/10/2017

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო მოედნის მშენებლობა, კაპიტალური ღობის, ხელოვნური საფარის, ფეხბურთისა და კალაბურთის ფარების მოწყობა. გარდა ამისა, უკვე დასრულდა ორი სპორტული მოედნის კაპიტალური რეკონსტრუქცია თევდორე აჭარელისა და აკაკი შანიძის ქუჩებზე. მიმდინარე წელს ქალაქის ტერიტორიაზე ჯამში ხუთი სპორტული მოედნის კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩატარდა.
ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მიმდინარე სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,პევე“ ახორციელებს. მშენებლობის ღირებულება 56 ათას ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0