ტერორისტი სანაპიროზე მანქანით 9 საათის განმავლობაში იდგა და თავს ნაყინის გამყიდველად ასაღებდა

15/07/2016

გამოცემა Daily Mail-ი ნიცაში მომხდარი ტერაქტის შესახებ დამატებით დეტალებს ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტერორისტი თავდასხმის განხორციელებამდე, ნიცას სანაპიროს მიმდებარე ქუჩაზე სატვირთო მანქანით 9 საათის განმავლობაში იდგა.
მასთან მისულ სამართალდამცველებს თავდამსხმელმა განუცხადა, რომ ნაყინის გამყიდველია და მანქანაში სწორედ ეს პროდუქცია აქვს, რის გამოც პოლიციამ მანქანის შემოწმებისგან თავი შეიკავა.
თვითმხილველების ცნობით, თავდასხმის დროს ტერორისტი ისლამურ ლოზუნგებს სკანდირებდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0