უამინდობის გამო დაბა ურეკში რამდენიმე სახლი დაიტბორა

02/10/2017

გადაუღებელი წვიმის გამო დაბა ურეკში 4 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა. წყალი შევიდა 2 ოჯახში წერეთლის და 2 ოჯახში მესხის ქუჩებზე. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. უხვი დინების გამო, მცირე მდინარეებზე არხებმა წყალი ვერ გაატარა და წვერმაღალის დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობის დამხმარე ნაგებობები დააზიანა. ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე სამსახურის სპეციალისტები. მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. ურეკს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. ამ დროისთვის, ძლიერ წვიმას სხვა სოფლებში პრობლემები არ შეუქმნია. მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0