ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები გურიას სტუმრობდნენ

30/04/2017

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა დღეს გურიას სტუმრობდნენ. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ქალაქ ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ სტადიონზე, კომპანია „ნენასა“ და „კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელთან ზურაბ ჩხაიძესთან, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის საფეხბურთო გუნდ „მერცხალსა“ და ჩოხატაურის „ბახმაროს“ შეხვდნენ. ასევე გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო გუნდებთანაც, რომლებსაც სათამაშო ფორმები გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0