ფინანსთა სამინისტრომ საჩხერეს დამატებით 1 329 000 ლ გამოუყო

20/09/2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 სექტემბრის N1955 განკარგულებით ფინანსთა სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 12 093 000 ლარი გამოუყო. საქართველოს მასშტაბით 11 მუნიციპალიტეტს შორის საჩხერეც მოხვდა. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის აქტიური კონსულტაციების შედეგად სამინისტრომ საჩხერის მუნიციპალიტეტი 1 329 000 ლარით დააფინანსა. წელს ადმინისტრაციულ ერთეულებში მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 205 ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით დასრულდა, აღნიშნული თანხით კი 2017 წელს დამატებით 130 პროექტი განხორციელდება, ეს პროექტებია: ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია, საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის, საყრდენი კედლის, გაბიონისა და წყალგამტარი მილის მოწყობა. აღნიშნულიდან 52 პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენ სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს ხანში გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტში წლის ბოლომდე 435 პროექტი დასრულდება, რაც წინა წელთან შედარებით 158 ერთეულით მეტია. (ფოტოზე: სოფელ ჭალაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოების მიმდინარე პროცესი)

Tweet about this on TwitterShare on Facebook0