ფოთის კოლხეთის საფეხბურთო სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

04/10/2017

ფოთის კოლხეთის საფეხბურთო სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ელიტა ბურჯი“ ასრულებს . პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სტადიონის დასავლეთ ტრიბუნის და პერიმეტრის ღობის მშენებლობა.
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ხახუბია, მერის მოადგილეებთან ერთად, კომპანიის დირექტორს ბატონ დავით როგავას შეხვდა და მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
სტადიონის მშენებლობის პროექტი, რომლის ღირებულება
1 863 000 ლარს შეადგენს , მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0