ფოთში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ

14/05/2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, ბულგარეთის საელჩოს,ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან ერთად ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის შემდაგნელობაში შემავალი ხომელდების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. გუბერნატორის მოადგილესთან, დავით კოდუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ვიზიტის მიზნებზე ისაუბრეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთში შედის: საფლაგმანო ხომალდი „HMS DUNCAN” (დიდიბრიტანეთი), “TCG GEMLIK”(თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI”(ბულგარეთი) და”RS REGELE FERDINANT”(რუმინეთი). ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე შენაერთს კომოდორი მაიკლ უტლი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელი და ხომალდების მეთაურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ბაზას ესტუმრებიან და შეხვედას გამართავენ სასაზღვრო პოლიციის უფროსთან და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები ფოთის პორტის ნავმისადგომში 18 მაისამდე დარჩება და საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0