ფონიჭალის კერძო დასახლებებში წყალარინების ახალი ქსელები მოეწყო

13/12/2017

ფონიჭალის კერძო დასახლებებში წყალარინების ქსელის არარსებობის გამო წლების განმავლობაში შექმნილი პრობლემები გადაიჭრება. კრწანისის გამგეობის ძალისხმევითა და კომპანია GWP-ის შესრულებით, ზემო და ქვემო ფონიჭალის იმ ქუჩებზე, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არსებობდა, კომპლექსურად განხორციელდა, როგორც წყალარინების ქსელების მშენებლობა, ასევე, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია. სამუშაოები ჩატარდა ჟორდანიას, ღოღობერიძის, ვაგზლის და ევსტათე მცხეთელის ქუჩებზე. ქსელის მოწყობა, უახლოეს დროში, ლომინაძის ქუჩაზეც დაიწყება. აღნიშნულ ქუჩებზე მოსახლეობა ათეულობით წელია მსგავსი კომუნიკაციების გარეშე ცხოვრობდა. წყალარინების ქსელების მშენებლობას წინ უძღოდა გამგეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – 1 225 მეტრის სიგრძის სანიღვრე კოლექტორი, რომელიც ზემო ფონიჭალაში, ჟორდანიას ქუჩიდან ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვრამდე მოეწყო. კოლექტორის მშენებლობის შედეგად ქვემო ფონიჭალაში წლების განმავლობაში არსებული დაჭაობებული ტერიტორიები გაიწმინდა. 2018 წლის განმავლობაში წყალარინების სისტემით ფონიჭალის კერძო დასახლებებში ყველა ოჯახი ისარგებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0