ქალაქ ხაშურში, ვეფხვაძეების უბანში, მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

14/06/2019

დასასრულს უახლოვდება ქალაქ ხაშურში, ვეფხვაძეების უბანში, მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები. პროექტის განხორციელების შემდეგ, მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრებისთვის კიდევ უფრო მეტი სივრცე შეიქმნება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე აკვირდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, ვეფხვაძეების უბანში, მინი სტადიონის მოწყობისთვის 59 221 ლარია გამოყოფილი.
აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები კვლავაც შეხვდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, სხვადასხვა მიმართულებით მათ საჭიროებებს გაეცნენ და პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0