,,ქარელობა 2022″ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

07/11/2022

სახალხო დღესასწაული “ქარელობა 2022” მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. მოეწყო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, ასევე, ადგილობრივმა ხელოვანებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნაწარმი. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონცერტი სადაც მუნიციპალიტეტში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, ქარელისა და ხაშურის მაჟორიტრი დეპუტატი ზაზა(ზაალ) დუგლაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარის რწმუნებულმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და სახალხო დღესასწაული მიულოცა. გარდა ამისა, ღონიძებაზე ქარელის საპატიო მოქალაქის წოდება ხუთ მოქალაქეს მიენიჭა. სახალხო დღესასწაული გალა კონცეტრით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0