“ქართული ოცნების” ოზურგეთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს

21/10/2017

ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, N60-ე ოლქში არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
თითოეულ უბანზე არჩევნების პროცესს ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდება.
წინასწარი მონაცემებით, ,,ქართული ოცნება“ და პარტიის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე დიდი უპირატესობით ლიდერობს, რამაც ადგილობრივი ოპოზიცია გააღიზიანა. არაერთ უბანზე დაფიქსირდა პროვოკაციების მოწყობის ფაქტები. კონკრეტულად, დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანიტინე შარაშენიძის წარმომადგენლები და აქტივისტები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ბეგლარ სიორიძის მხარდამჭერებს და ხალხზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებენ.
,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის შტაბი ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ არ აყვნენ ოპონენტთა მიერ ორგანიზებულ პროვოკაციებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0