„ქართულმა ოცნებამ“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

03/09/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ამბროლაური – ზვიად მხეიძე;
ონი – ემზარ საბანაძე;
ცაგერი – ავთანდილ უგრეხელიძე;
ლენტენხი – ბადრი ლიპარტელიანი.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა გუშინ, ქუთაისიდან დაიწყო. შეხვედრები საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0