ქედას მალე 12 ბინიანი სოციალური სახლი შეემატება

08/09/2017

ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მალე მორიგ უმნეშვნელოვანეს პრობლემას მოაგვარებს. ეკომიგრანტთა პირველი კატეგორიის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, 10 უსახლ-კარო ოჯახი წლის ბოლოსთვის საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. სოციალური სახლი დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ადგილმრეწველობის შენობაში მოეწყობა, რომლის რეკონსტრუქციისათვის 436 046 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დავით დუმბაძემ, გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან დავით თედორაძესთან ერთად მოინახულა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ლადა” ახორციელებს, რომელსაც 10-მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. 12 ბინიანი სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0